ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი თაობის გამოწვევად მიიჩნევს ევროპაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. მისივე განცხადებით, რუსეთი უკრაინაში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
“ისევე როგორც ჩვენი ბაბუების თაობას ევროპაში ნაცისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწია, დღეს ჩვენც ვიბრძვით რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპაში. პუტინმა უკრაინაში 300 ათასი ადამიანი დაკარგა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, თავდასხმისას, ერთ ღამეში რუსული შვეულმფრენების მეოთხედი განადგურდა. რუსეთმა დაკარგა შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილიც. ასევე, მან დაინახა, რომ ნატო ფართოვდება და ბევრად თავდაჯერებული და ერთიანია, რაც კი ოდესმე მინახავს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შემოერთებით. ასე რომ, თუ შევხედავთ დიდ სურათს, ნათელია, თუ რამდენად მტკიცე პოზიცია დაიკავა უკრაინამ მისი სიმამაცითა და ჩვენი მხარდაჭერით. აუცილებელია უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა განვაგრძოთ”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0 კომენტარი