დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შეჭრას, "პუტინის უაზრო ომი" უწოდა და თქვა, რომ სამინისტროს შეფასებით, თუ მსხვერპლთა სტატისტიკა არსებული დინამიკით გაგრძელდება, 2025 წლისთვის, რუსეთს ნახევარ მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო ეყოლება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ 2023 წელს, უკრაინაში, ყოველდღიურად, საშუალოდ 300 რუსი სამხედრო იღუპებოდა. ასეთი მაღალი მსხვერპლი კი, როგორც სამინისტროს განცხადებაშივეა ნათქვამი, “აისახება რუსეთის სამხედრო ძალების დეგრადაციაზე, რომლის კვალიფიციურობის აღსადგენად, რუსეთს, მინიმუმ, ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება".
“თუ პუტინის უაზრო ომში მსხვერპლი დღევანდელი ტემპით მომავალ წელსაც გაგრძელდება, 2025 წლისთვის რუსეთს, სამი წლის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო პერსონალი ეყოლება. საბჭოთა კავშირის ომში ავღანეთთან, ცხრა წლის განმავლობაში, მსხვერპლი 70 ათასი იყო”, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.
0 კომენტარი