სლოვაკეთში, სხვადასხვა ქალაქსა და მათ შორის, დედაქალაქ ბრატისლავაში, ათასობით ადამიანი, ქუჩაში, საპროტესტო მიტინგს მართავს.
მომიტინგეები, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოს მთავრობის “პოპულისტურ” გეგმას აპროტესტებენ, რომელიც სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს მოიცავს. მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო უწყების გაუქმების წინადადებას, რომელიც ისეთ სერიოზულ საქმეებზე მუშაობს, როგორიცაა კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და ექსტრემიზმი.
დაგეგმილი ცვლილებები კორუფციისთვის სასჯელის შემცირებასაც ითვალისწინებს.
კანონმდებლობაში ცვლილებების ძალაში შესვლა იანვრის შუა რიცხვებში ანონსდება. მთავრობის წინადადებაა საგამოძიებო სისტემაში დააბრუნონ უწყებები, რომლებიც 20 წელია მსგავს დანაშაულებს არ განიხილავენ და თანაც მაშინ, როდესაც კორუფციაზე მომუშავე გამომძიებელები სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
”ჩვენ დავიცავთ ჩვენს დემოკრატიას,” - თქვა მიხალ სიმეცკამ, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ცვლილებებს მაფიის მხარდამჭერი წინადადებები უწოდა. სლოვაკეთის ოპოზიციური პარტიების განცხადებითვე, ამჟამად სპეცპროკურორებს 1000-მდე დაუმთავრებელი საქმე აქვთ თაროზე შემოდებული, რაც “სლოვაკეთის მართლმსაჯულების სისტემას ანგრევს”.
კანონპროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა, მაგრამ ახლა ის პარლამენტისა და პრეზიდენტის თანხმობასაც საჭიროებს.
0 კომენტარი