ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ "საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა", არჩევანი კი ხალხზეა, რა გზით სურს სვლა.
"საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლის გაგრძელება, ევროპისკენ, თუ სურს მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს", - უთხრა ჟურნალისტებს ჟოზეფ ბორელმა.
0 კომენტარი