ბრიუსელი შეშფოთებულია "ქართული ოცნების" გეგმით, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს და რაც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებად იქცა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანო გამოცემა POLITICO-სთან ამბობს, რომ "ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად". 

"პლურალიზმი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია. ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ რიტორიკასა და მოვლენებს და შესაბამისი რეაგირებისთვის მზად არის. თუ განცხადებები მოქმედებაში მოცა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ", - ამბობს პიტერ სტანო.

"ქართული ოცნების" განცხადებით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, თითქმის ყველა პროდასავლური ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიაზრებს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს და საპარლამენტო მანდატებს გააუქმებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის რამდენიმე გზა არსებობს. კერძპდ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც კონკტრეულ საკითხებს შეისწავლის. მმართველმა გუნდმა დაასახელა კონკრეტული პარტიებიც: 

  • ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია ("სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო")
  • ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის;
  • ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია;
  • გიორგი გახარიას პარტია.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *