ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრისტული მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ბლოკი, რომლის წევრიცაა ფომნ დერ ლაიენი, ყველაზე დიდი გაერთიანებაა პარლამენტში, მისი გამარჯვება სულაც არ იყო გარანტირებული. ივნისში, ევროკავშირის არჩევნების შემდეგ, ევროპელი ლიდერები იძულებულები გახდნენ, მის კანდიდატურაზე შეთანხმებულიყვნენ ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ, რომლებმაც რამდენიმე ქვეყანაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს.

გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენს წინააღმდეგობა საკუთარი პარტიის შიგნითაც შეხვდა: ფრანგმა დეპუტატთა ჯგუფმა EPP-დან წერილიც კი გამოაქვეყნა, რომელშიც ფონ დერ ლაიენი „ტექნოკრატიისკენ მოძრაობაში“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ მას ხმას არ მისცემდა. ამავე დროს, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის მიმართ დამოკიდებულების გამო რამდენიმე ირლანდიელმა ცენტრისტმაც დადო პირობა, რომ ფონ დერ ლაიენს მხარს არ დაუჭერდა.

მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ფონ დერ ლაიენმა 720 შესაძლებლიდან 401 ხმა მიიღო, რაც 40 ხმით მეტია, ვიდრე არჩევისთვის საჭირო მინიმუმალური 361.

წინააღმდეგ ხმა 284-მა დეპუტატმა მისცა.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *