”ამ საღამოს შეთანხმება არ შედგა”, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 17 ივნისს გამართული მაღალი დონის შეხვედრის დასრულებისთანავე.
ევროკომისიის თავმჯდომარედ ურსულა ფონ დერ ლაიენის კიდევ ერთი ვადით დატოვების შესახებ ევროპელი ლიდერები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კი, რომელსაც შარლ მიშელი იკავებს, ახალ კანდიდატად პორტუგალიელ ანტონიო კოშტა სახელდება. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ადრეული კონსენსუსი გაჩნდა იმის შესახებ, რომ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით დარჩენილიყო ევროკომისიის თავმჯდომარედ, პორტუგალიელი ანტონიო კოშტა ევროსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილიყო, მალტელი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის სპიკერად დარჩენილიყო, ხოლო ესტონეთის პრემიერმინისტრ კაია კალასს საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაეკავებინა.
თუმცა, სწრაფი შეთანხმების იმედები ორშაბათს ღამით გადაიწურა, რადგან ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული ევროპის სახალხო პარტია მეტ დათმობებსა და ძალაუფლებას ითხივდა მთავარ მთავარ თანამდებობებთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, EPP-ს სურდა, ხელახლა დაენიშნა ფონ დერ ლეიენი და მეცოლა, რომლებიც ამ პარტიის წევრები არიან. გარდა ამისა, EPP-მ სოციალისტებს შესთავაზა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვადა გაყოფილიყო ორ 2,5 წლიან ნაწილად და სახალხო პარტიას ერთ-ერთი მათგანი მიეღო.
ამან ძალიან გააღიზიანა სოციალისტები და დემოკრატები (S&D), რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ ანტონიო კოშტას უპრობლემოდ გაიყვანდნენ.
„პოლიტიკოს“ ანონიმურმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ მიშელი დისკუსიაში დადებით როლს არ თამაშობდა. „გარიგების მიღწევაში დახმარების ნაცვლად, მას მუდმივად სხვა საკითხები შემოჰქონდა“, - ამბობს ევროპელი დიპლომატი.
ევროკავშირის ლიდერები ახლა ხელახლა შეიკრიბებიან ბრიუსელში 27-28 ივნისს, იმ იმედით, რომ მიიღებენ შეთანხმებას ბლოკის ლიდერებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი კომისიის შემდეგი პრეზიდენტის კენჭისყრამდე.
მოლაპარაკებების ჩაშლის კიდევ ერთი მიზეზი იყო იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, რომელმაც დისკუსიებისადმი მიდგომა გააპროტესტა. მელონი, რომელიც იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორისაა, ვინც ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში გამარჯვებული გამოვიდა, უკმაყოფილიო იყო მოლაპარაკებებიდან მისი „განდევნის მცდელობით“.
მისი თქმით, „ჯერ უნდა იქნას განხილული, თუ რა გაკეთდეს უკანასკნელი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ საწყისი წერტილიდან გამომდინარე, დაიწყოს დისკუსიები უმაღლეს თანამდებობებზე და არა პირიქით“.
ევროპელი ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ 27-28 ივნისს შეიკრიბებიან და შეეცდებიან, ბლოკის ლიდერების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიონ. ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
0 კომენტარი