ულტრამემარჯვენეების წარმატებამ კვირას გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში აიძულა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, ევროპის მომავალი პოლიტიკური მიმართულება კი გაურკვეველი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრისტული, ლიბერალური და სოციალისტური პარტიები კვლავ ინარჩუნებენ უმრავლესობას 720-ადგილიან პარლამენტში, კენჭისყრამ საკმაოდ ძლიერი საშინაო დარტყმა მიაყენა როგორც საფრანგეთის, ასევე გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ევროპარლამენტში პოლიტიკის წარმართვას.
თავისი ავტორიტეტის აღდგენის მიზნით მაკრონმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის პირველი ტური 30 ივნისს უნდა გაიმართოს.
მაკრონის მსგავსად, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც მტკივნეული დღე ჰქონდა, როდესაც მისმა სოციალ-დემოკრატებმა ყველაზე ცუდ შედეგს მიაღწიეს, რაც კი ოდესმე ჰქონიათ, კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები კი აღზევებას განიცდიან.
ამავე დროს, იტალიაში, პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა: როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა „იტალიის ძმები“ ყველაზე მეტი ხმა მიღო.
თუმცა, ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში ისევ ცენტრისტული-მემარჯვენე ევროპის სახალხო პარტია იქნება, რომელმაც 720-ადგილიან პარლამენტში 189 ადგილი მოიპოვა.
ასეთი შედეგები ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და EPP-ს წევრის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დიდი წარმატებაა, რადგან ის ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს სათავეში დარჩენისთვის იბვრძვის.
„ვერც ერთი უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ მოხდება EPP-ის გარეშე და ერთად ჩვენ ავაშენებთ ბასტიონს, რომელიც უკიდურესი მემარცხენეებისგან და მარჯვენეებისგან დაგვიცავს “, - განუცხადა ვონ დერ ლაიენმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ბრიუსელში.
0 კომენტარი