უნგრეთი შესაძლოა ევროკავშირში დაკავებულ მაღალ თანამდებობას დაემშვიდობოს.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციების გამო ევროკავშირის უნგრელი ლიდერები მის „დასჯას“გეგმავენ.
უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რითაც მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე. ორბანი აქამდე რამდენჯერმე ეცადა, დაებლოკა უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, რამდენიმე კვირის წინ კი დაიმუქრა, რომ კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მხარს არ დაუჭერდა.
მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერმა უნგრელს) ასეთი მთავარი როლი შეუნარჩუნდეთ.
როგორც „პოლიტიკოს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი არ აპირებს, უნგრეთს ზემოხსენებული თანამდებობა შეუნარჩუნოს.
ვარჰეის ოფისსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, „პოლიტიკოს“ თხოვნის მიუხედავად, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
0 კომენტარი