ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა, კერძოდ:
1. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ" და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
2. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს "აგენტების კანონის" გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, "რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია".
3. მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც "ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე".
4. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა".
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგი იყო - 25, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
0 კომენტარი