ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ "ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ანტიევროპულ დღის წესრიგს".
"რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს, ისეთს, როგორიცაა უცხოური აგენტების კანონი," - წერს ევროპარლამენტარი.
0 კომენტარი