რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის სახელმწიფოს ეკისრება "კრიმინალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა" კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას და აღუთქვამს სრულ მხარდაჭერა მის მეუღლეს, იულია ნავალნაიას, გააგრძელოს ალექსეი ნავალნის გზა, რუსეთის პრეზიდენტი პასუხისგებაში მიეცეს.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო ასევე აფრთხილებს რუსეთს, რომ ნავალნის ციხეში სიკვდილი კიდევ ერთი ნიშანია „რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების“ და შესაბამის ორგანოებს "გამჭვირვალე და სრული გამოძიებისკენ მოუწოდებს".
ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკრძალვა მოსკოვში პარასკევს გაიმართება. მისმა მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთის მილიციამ დაკრძალვის ცერემონიაზე, ოპოზიციონერის მომხრეები და მხარდამჭერები დააკავოს.
0 კომენტარი