საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ "ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის".
„ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ, ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მისივე განცხადებით, „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული“.
"თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი შესრულდეს, რაც ჩვენი რეკომენდაციაა, ამისათვის გაქვთ აქტიური სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა. ჩემი მეორე გზავნილია, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს - მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში მინდა იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შესრულდეს, თავისუფალი კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას, რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ჩვენ გვყავს ევროკომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა ხორციელდება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ასევე გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა 3.9 მილიონი ევროს ფარგლებში და ეს წელს არის გათვალისწინებული. ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება, რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
0 კომენტარი