რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ მედიაში განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა.
„ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, მათ შორის, სანქციების გზით".
რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც ისედაც მაღალი იყო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, დასავლეთში კიდევ უფრო მწვავე გახდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ევროკავშირის არაერთმა სახელმწიფომ და ასევე, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის ელჩები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დაიბარეს.
მედიასთან შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების სისტემას „ნავალნის რეჟიმი ადამიანის უფლებების გლობალურ სანქციებზე“ დაერქმევა, თუმცა აღნიშნულმა ცვლილებამ, ჯერ კიდევ ტექნიკური ეტაპი უნდა გაიაროს.

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, სანქციებს შეერთებული შტატებიც აანონსებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. კონგრესში, რესპუბლიკურ პარტიას კი, კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინის დახმარების პაკეტზე სწრაფად შეთანხმდნენ, რადგან "უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებაზე უარის თქმით, დიდ შეცდომას უშვებენ".
0 კომენტარი