Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე, უკრაინის მოწვევის საკითხზე აქტიურ მუშაობას გეგმავს. 

"ჩვენ ვგეგმავთ სამიტზე უკრაინის მოწვევის საკითხს მივაღწიოთ. გასულ წელს ეს ვერ მოვახერხეთ, წინა წლებშიც არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და ამიტომაც დავდექით იმ რეალობის წინაშე, რაც ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, უკრაინაში ვნახეთ. იმედი მაქვს, ფრანგებისა და გერმანელების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლით და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მტაცებლები სულ უფრო მეტ ძალას იკრეფენ. ჩემი გზავნილი აქ შემდეგია - თუ რეალურად გსურთ დავიჯეროთ, რომ მსოფლიოს ვაშინგტონი ლიდერობს, გააკეთეთ ის, რაც აუცილებელია და რისი მოლოდინიც გვაქვს", - განაცხადა ლიეტუველმა კანონმდებელმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *