ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში მედიასთან საუბრისას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მიუღებელია ნატო შეთავაზებული იყოს როგორც მენიუდან ასარჩევი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე იქნება დამოკიდებული".
„საარჩევნო კამპანიისას ბევრ რამეს ვნახავთ და მოვისმენთ. უფრო სერიოზულად კი, ნატო ვერ იქნება მენიუში ასარჩევი სამხედრო ალიანსი, რომელიც იმის მიხედვით იმოქმედებს, თუ რა ტიპის განწყობა ექნება პრეზიდენტს. დღეს ვეთანხმები, ხვალ - არა, ეს ასე არ მუშაობს. უფრო მეტი სერიოზულობაა აუცილებელი. არ ვაპირებ ჩემი დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას ვინმეს თავში მოუვა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ კაროლინაში საარჩევნო კამპანიისას ნატო-ს შესახებ თქვა, რომ „თუ ალიანსის წევრები ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, პოტენციური შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს წაახალისებდა".
0 კომენტარი