ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარადკარი “დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭო, თებერვალში, უკრაინისთვის 50-მილიარდიანი დახმარების დამატებით პაკეტს დაამტკიცებს”. მისივე თქმით, უკრაინისთვის ბრძოლა „ფართო ევროპული ღირებულებებისთვის დაცვას გულისხმობს“, შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ალტერნატიული ვერსიების განხილვისთვისაც მზად უნდა იყვნენ.
„მჯერა, რომ პირველ თებერვალს, დახმარების პაკეტს დავამტკიცებთ, მაგრამ თუ ევროკავშირს უნგრეთთან შეთანხმების მიღწევა გაუჭირდება, ასეთ შემთხვევაში, ცალკეულმა ქვეყნებმა, უკრაინისთვის საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად მოქმედება უნდა განაგრძონ. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ გადაწყვეტილებამდე ერთსულოვნად მივალთ, მაგრამ ასევე აუცილებელია შევიმუშაოთ გეგმა “ბ” და ალტერნატიული ვარიანტებიც. ამ მხრივ კი, მოვიაზრებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ და მზად არიან უკრაინის ფინანსური დახმარება განაგრძონ. ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობების აბსოლუტური უმრავლესობა, 50 მილიარდი ევროს უკრაინისთვის მიწოდების საკითხს მხარს უჭერს”,- აღნიშნა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
დავოსში გამართულ ფორუმზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “საჭიროების შემთვევაში, ევროკავშირი იპოვის გზას, რათა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შესაძლო ვეტოს გვერდის აუაროს და დაამტკიცოს დახმარების პაკეტი, რომელიც 2027 წლამდე, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას მოიცავს.
0 კომენტარი