სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ოთხ ქართველი ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა.

სააგენტოს ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ, სანქციები ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში დააწესა.

სანქცირებულ პირთა შორის არიან:

შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;

სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე;

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.

სააგენტოს განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში.

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ორ მოსამართლეს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს.

 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *