ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად მზად არიან. Daily Mail-ის ინფორმაციით, შესაძლოა მათ ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ.

გამოცემის ცნობითვე, შესაძლოა ეს შეხვედრა თეთრ სახლში მომავალ კვირას შედგეს. 

Daily Mail-ს დიპლომატიურმა წყაროებმა დაუდასტურეს ისიც, რომ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხრიდან საჰაერო და საზღვაო დაბომბვების შეწყვეტით დაიწყოს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამჟამად უდიდესი ზიანი უპილოტო საფრენ აპარატებისა და რაკეტების თავდასხმას მოჰყვება.

თუ გეგმა წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ეტაპი იქნება სახმელეთო ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმა, რაც, როგორც წყარო აღნიშნავს, "უფრო რთული შესამოწმებელი და უფრო მარტივად ჩაშლადი იქნება".

პრეზიდენტმა მაკრონმა თავდაპირველად წარმოადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ბრძოლები ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო და საზღვაო სივრცეში შეწყდებოდა, "თუმცა, ახლა ეს შეთავაზება სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში" - წერს გამოცემა.

გამოცემისვე ინფორმაციით, ამის საპასუხოდ, კირ სტარმერი იმედოვნებს, რომ შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის "დაყოლიებას, რათა აშშ-მა უზრუნველყოს უსაფრთხოების "დამზღვევი მექანიზმი", რომელიც ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, მშვიდობის შესანარჩუნებლად უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის საშუალებას მისცემს.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *