დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-სთან მხოლოდ ბუნებრივ მინერალებზე შეთანხმება საკმარისი არ არის.
"მხოლოდ მინერალებზე შეთანხმება საკმარისი არ არის" – თქვა სტარმერმა.
სტარმერმა დაამატა, რომ ევროპის ძალისხმევის გარდა ამისთვის საჭირო იქნება აშშ-ს მხარდაჭერა, თუ მას სურს, იმოქმედოს გარანტორად.
"ბევრს ვმუშაობ უსაფრთხოების ისეთ გარანტიებზე, რომლებიც თავის სახელს გაამართლებს" – ამბობს სტარმერი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში აშშ-ის როლზე. სტარმერი გამოეხმაურა ერთ-ერთ დეპუტატს, ჰელენ მაგუაერს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა სჯობდეს, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-სგან დამოუკიდებლად იმოქმედოს უკრაინის ომთან მიმართებით.
სტარმერის თქმით, დიდ ბრიტანეთს არასდროს აურჩევია ეს გზა და ის ახლაც შეცდომა იქნება.
"მე ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ პოზიციას, თუ სწორად გავიგე მისი [ჰელენ მაგუაერის] კითხვა, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და აშშ-ს გარეშე გავაგრძელოთ მარტო მოქმედება. მე ამას ფუნდამენტურად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, არასწორი იქნება. ისტორიის მანძილზე, ეს კურსი არასდროს აგვირჩევია და ახლაც არ უნდა ავირჩიოთ" – ამბობს სტარმერი.
0 კომენტარი