ბალტიის ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, - საქართველოსთვის დაწესებული სანქციები გააფართოვეს და ათეულობით ადამიანს - მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და სხვა დაკავშირებულ ფიგურებს - აუკრძალეს თავიანთ ქვეყნებში შესვლა.
ლიეტუვამ სანქციები დაუწესა კიდევ 74 ადამიანს, ესტონეთმა 55-ს, ლატვიამ კი - 16-ს.
„ცრუ მოწმეები“ მზია ამაღლობელის საქმეზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, სიას 74 ადამიანი დაემატა „საქართველოში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და რეპრესიების“ გამო.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს, რომ სანქცირებულები პასუხისმგებლები არიან „ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მძიმე და სისტემატურ დარღვევებზე“.
მათ შორის არიან გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პირები.
ახალ სანქციებში მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე „გრძელ სიას“ აკომპლექტებენ სხვა მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები.
ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ მათ შორის არიან „პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში“.
„ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით მათ მიერ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სვლის გზაზე“, - აცხადებს მინისტრი ბუდრისი.
ესტონეთი: სრული სია
„ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვას უკრძალავს საქართველოს 55 მოქალაქეს - პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის თანამდებობის პირებს, პარლამენტარებსა და სხვებს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცჰანკა.
„ესტონეთი მუდმივად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობებს, კიდევ ერთხელ მიაღწიონ საქართველოს დემოკრატიულობას“, - აცხადებს ის.
აქამდე ესტონეთს საქართველოს 28 მოქალაქისთვის ჰქონდა სანქციები დაწესებული - ჯამში ახლა 83 ადამიანს აქვს ქვეყანაში შესვლა აკრძალული.
ესტონეთი ჯერჯერობით პირველია, რომელსაც სანქცირებულთა სახელები აქვს ჩამოთვლილი.
ამ სიაშიც არიან მზია ამაღლობელის საქმეში ფიგურანტი პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები. კერძოდ:
- მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები - ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი;
- ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე „თავდასხმასაც“ ედავებიან ამაღლობელს სილის გაწვნის გამო - ირაკლი დგებუაძე, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი;
- ასევე, მოსამართლეები - ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
ესტონეთის სანქცირებული პირების სრული სია კი ასეთია:
მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო ტარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებუაძე, ეკა ბარბაქაძე;
პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმირ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე;
პოლიციელები: გიორგი ჭარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმიანი, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე;
აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და დავით ათაბეგაშვილი; ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანი გოჩა ვანაძე, რომელიც „ბათუმის პოლიციის უფროსად“ არის მოხსენიებული;
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია;
ასევე, „ალტ-ინფოს“ ლიდერები კონსტანტინე (კოკა) მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
ლატვიის სანქციები
„საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე ლატვიის პერსონა ნონ გრატათა სიას, რის შედეგადაც მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ ლატვიაში შემოსვლა“, - წერს X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
0 კომენტარი