საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "საქართველოში არსებული მდგომარეობა მოკლედ განიხილეს" და საქართველოსგან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან სწორი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობს.
"მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება პროტესტის მონაწილეების წინააღდეგ რეგიონში ვითარების გაუარესების სიგნალს იძლევა. პროტესტის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს არ მიდის ევროპის მიმართულებით. ველით, რომ გარკვეული ღირებულებები და ნაბიჯები გადაიდგმება კანდიდატი ქვეყნისგან, როგორიც არის საქართველო. საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს", - აღნიშნა კაია კალასმა.
0 კომენტარი