27 იანვარს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა, მას შემდეგ რაც უნგრეთმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ ამ პროცესის შეფერხება შეწყვიტა.

ბოლო დღეებში უნგრეთი საჯაროდ განიხილავდა რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების განახლებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. მიზეზად უნგრეთი ენერგოუსაფრთხოებას ასახელებდა.

Euronews-ის ინფორმაციით, უნგრეთმა ვეტოს დადება გადაიფიქრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომლიც ფარგლებშიც ბუდაპეშტს წარუდგინეს განცხადება "ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიანობის" შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ სანქციების განახლებაზე ერთსულოვანი შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული, სექტორული სანქციების ვადა, რომლებიც მოიცავს შეზღუდვების დაწესებას ნავთობზე, ნახშირზე, სხვადასხვა ტექნოლოგიებზე, ფინანსებზე, ძვირადღირებული საქონელზე, ტრანსპორტზე, მედია მაუწყებლობაზე და ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივების გაყინვას, 31 იანვარს იწუდებოდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, რუსეთზე სანქციების განახლების სანაცვლოდ უნგრეთმა EU-სგან გარანტიები მიიღო.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 24 იანვარს თქვა, რომ უკრაინამ უნდა აღადგინოს ევროკავშირისთის საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდება. 

თუმცა, დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთმა ევროკომისიისგან ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *