პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა "გაურკვეველი მსოფლიო წესრიგში პირობებში" რადიკალურად უნდა გაზარდოს სამხედრო ხარჯები.
"თუ ევროპას გადარჩენა სურს, მას უნდა ჰქონდეს შეიარაღება. ალტერნატივა არ არსებობს – ევროპამ უნდა დაიწყოს საკუთარი თავის დაცვა, და ამისთვის მან ევროპული ფინანსები თავდაცვაზე უნდა დახარჯოს" - განაცხადა ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე.
ტუსკმა აღნისნა, რომ ევროკავშირი უნდა იყოს "მოქნილი, კრეატიული და გადამწყვეტი", რათა "რადიკალურად" გაზარდოს სამხედრო ხარჯები და თავი "პოტენციური სარაკეტო საფრთხეებისგან" დაიცვას და ასევე გააძლიეროს თავდაცვა აღმოსავლეთ საზღვარზე.
"ნუ კითხულობთ, რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას ევროპისთვის უსაფრთხოებისთვის – იკითხეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ თავად ამისთვის; ევროპა იყო, არის და ყოველთვის იქნება დიადი" - თქვა ტუსკმა.
0 კომენტარი