ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება სწრაფად უარესდება.
"საქართველოში სიტუაცია სწრაფად უარესდება. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი, მაგრამ მთავრობა ამ სურვილს უპირისპირებს ძალადობას და სიცრუეს. "ქართულმა კოშმარმა" უარი თქვა ყველა ვალდებულების შესრულებაზე, ის ადუმებს ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და ავიწროებს მედიას, იყენებს სასტიკ ძალას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რეჟიმი წარმოადგენს დემოკრატიის პაროდიას. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლიდან მოდის. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის მცველებად წარმოაჩენენ, რეალურად კი მიზანში ჰყავთ ამოღებული საკუთარი მოქალაქეები. ქართველ ხალხს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროპული გზის მოძულე ხელისუფლების პირისპირ დარჩეს"- წერს რიჰარდ კოლსი.
0 კომენტარი