საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დიპლომატებს მოუწოდა, საქართველოსთან დაკავშირება მუშაობა განაგრძონ. 

"მოვუწოდებ [საფრანგეთის დიპლომატიურ] ქსელს, განაგრძოს ჩართულობა საქართველოს თავისუფლების მებრძოლების, მამაცი პრეზიდენტისა და მანიფესტანტების მიმართ, რომლებიც იბრძვიან არჩევნებისთვის. თუ კრიზისის გადასაჭრელად საჭირო იქნება არჩევნების ხელახალი ორგანიზება, მაშინ ეს უნდა შესრულდეს", - აღნიშნა საფრანგეთის პირველმა პირმა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *