სკანდინავიურმა და ბალტიის ქვეყნებმა - დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და შვედეთი - საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

"ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით. ჩვენ წარსულში მოვუწოდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დარღვევებზე გავრცელებული ცნობების სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. ჩვენ დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; და ჩვენ ვგმობთ მუქარებს, რომლებიც პრეზიდენტ ზურაბიშვილისკენაა მიმართული. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, ჩვენ შეშფოთებულები ვართ უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმართული ქვეყნის გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელი გზა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებში საზოგადოების ნდობის აღდგენა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების დანერგვითა და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *