ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ოფიციალურ ვიზიტით თბილისს 18 დეკემბერს ეწვევა. ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.
გენერალურ მდივანთან ერთად, თბილისში ოფიციალურ ვიზიტს როგორც გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების მიმართულებით გენერალური დირექტორი გამართავს.
ევროპის საბჭოს ცნობით, ვიზიტი საქართველოში არსებული ძლიერი დაძაბულობის, პოლიტიკური დებატების პოლარიზაციისა და ბოლო კვირების მანძილზე გამწვავებული ძალადობის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ფონზე დაიგეგმა.
მათივე თქმით, ვიზიტის მიზანია, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა.
0 კომენტარი