"ესტონეთმა 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე" – ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა კრიმინალია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და მოქმედებისკენ მოვუწოდებ", – წერს მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე. 

ესტონეთთან კოორდინაციით მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ლიეტუვამაც. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.

"ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია, კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას. ევროკავშირის დონეზე ერთობლივი მოქმედების დროა!" – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე, 2 დეკემბერს, ბალტიის ქვეყნებმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ სანქციები დაუწესეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელ პირებს.

"დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით", – განაცხადეს ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *