რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააბათილა, რომლის მიხედვითაც მეორე ტურში პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი, ოპოზიციური პარტიის "კავშირი რუმინეთის ხსნისთვის" ლიდერი, ელენა ლასკონი უნდა გადასულუყვნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან "საარჩევნო პროცესის სისწორე და კანონიერება ეჭვქვეშ დადგა". ამასთან, სასამართლოში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით უამრავი განცხადება შევიდა. მათ შორის რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო კამპანია საზღვარგარეთიდან ორგანიზებული მანიპულაციების შედეგი იყო. 

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები "რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული შეტევების" შესახებ რუმინეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე. კალინ გეორგესკუ, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამბობდა, რომ უკრაინა არის "გამოგონილი სახელმწიფო" და ამომრჩეველს უკრაინის მხარდაჭერის დასრულებას ჰპირდებოდა. მისი ოპონენტი, პირიქით, დასავლეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდაზე საუბრობდა. ორივე კანდიდატი ტრადიციულად ძლიერი პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, პროცესის სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს მთავრობა დანიშნავს.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *