რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, მედიასთან საუბრისას კომენტარი საქართველოს შესახებაც გააკეთა და თქვა, რომ "2023 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა გაატარა და მოსკოვის მიზანია, მომავალშიც ურთიერთობის ნორმალიზაციას მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება".

"გასულ წელს, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის კუთხით პრაგმატული ხაზი გაატარა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა. აღდგა პირდაპირი ფრენებიც, რამაც ხალხს შორის კონტაქტი გაამარტივა კონტაქტი და ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო ნორმალიზაციას, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თქვა, რომ "ახალგზარდა ამიერკავკასიური რესპუბლიკები უკრაინის ომში რუსეთს უჭერენ მხარს, როგორც მოხალისეებით, ისე ჰუმანიტარული დახმარებით".

აღსანიშნავია, რომ სპიკერ ზახაროვას განცხადებამდე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას "პრაგმატული" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც უწოდა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *