სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 25 დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე. ინფორმაცია მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უკვე დაადასტურა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა, განაცხადა, "მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ მუშავდება, აშშ-მა იცის, რომ თავდასხმა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელდა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს". ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ „ყველა დამნაშავე პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება".
„ერთად შევინარჩუნებთ იმ წმიდა ვალდებულებას, რომელიც დაღუპულთა ოჯახების წინაშე გვეკისრება. ჩვენი ვალდებულებაა ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ერაყსა და სირიაში, აშშ-სა და კოალიციის სხვა წევრ სამხედრო ძალებზე, ბოლო თვეები განმავლობაში, 158-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა, თუმცა იერიშები, ამ დრომდე, შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ, წარუმატებელ სამხედრო ოპერაციად ფასდებოდა, რადგან ისინი სამხედრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან ზიანს ვერ აყენებდნენ.
0 კომენტარი