შვეიცარიული გაზეთის SonntagsZeitung-ის ინფორმაციით, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელმა, FINMA-მ დაიწყო აუდიტი -ს ჩატარება Credit Suisse-ის მიერ 2023 წელს ბანკის კრიზისამდე მიღებული ღონისძიებების მართვასთან დაკავშირებით, როდესაც ბანკი მისმა ხანგრძლივმა კონკურენტმა, UBS-მა შეიძინა. აუდიტი იძიებს ისეთ საკითხებს, თუ როდის გახდა აშკარა, რომ Credit Suisse-ის ფინანსური გადარჩენა შეუძლებელი ხდებოდა, ბანკის ლიკვიდობა რთულ ფაზაში იყო და ასევე, როგორ მუშაობდა მისი მენეჯმენტი.
გამოცემა ასევე წერს, რომ ამ წლის ბოლომდე გამოქვეყნდება შვეიცარიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაც, რომელიც Credit Suisse-ის კოლაფსში სახელმწიფო ინსტიტუტების როლს იკვლევს.
კრედიტ სუისის კრიზისის ქრონოლოგია:
- 2021 წელს კრედიტ სუისის საინვესტიციო ფონდებმა "არქეგომ" და "რინსილ კაპიტალმა" კოლაფსი განიცადა. 2022 წლის იანვარში CEO ანტონიო ჰორტა-ოსორიო, რომელიც კრიზისის დასაძლევად დაინიშნა, 8 თვეში გადადგა.
- 2022 წელს კრედიტ სუისი დააჯარიმეს 238 მილიონით ფულის გათეთრებისა და თაღლითობის საქმეზე. შვეიცარიის ფედერაციის სისხლის სამართლის სასამართლომ "კრედიტ სუისი" დამნაშავედ ცნო, რამაც ბანკის მიმართ საბაზრო სკეპტიციზმი გამოიწვია. 2022-ის ივლისში ახალმა CEO-მ, ულრიკ კორნერმა, განახლებული სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც ჩაფლავდა და ინვესტორების მოზიდვა ვერ შეძლო.
- 2023 წლის თებერვალში "კრედიტ სუისმა" დაადასტურა, რომ კლიენტებმა ანგარიშებიდან 110 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გაიტანეს. ამის შედეგად, ბანკმა 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ამასთან, საუდის საერთაშორისო ბანკმა განაცხადა, რომ "კრედიტ სუისს" აღარ დააფინანსებენ.
- 2023 წლის სექტემბერში, "კრედიტ სუისმა" კორპორატიული ღირებულების 75% დაკარგა, რის შემდეგაც შვეიცარიის მარეგულირებელმა UBS-ის ბანკის ყიდვის უფლება მისცა.
- 2024 წლის ივლისში შვეიცარიაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა "კრედიტ სუისის" კოლაფსში სახელმწიფო ინსტიტუტების როლის შესასწავლად.
- 2024 წელს შვეიცარიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელმა, FINMA-მ, Credit Suisse-ის მიერ 2023 წელს მომხდარი კრიზისის პროცესის მართვასთან დაკავშირებით აუდიტი ჩანიშნა.
0 კომენტარი