საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი ეხმაურება. ტელეკომპანია „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულის მსგავსი კანონის მიღებას ბევრი ავტორიტარული ხელისუფლება ცდილობს, რათა ქვეყანაში გაუკონტროლებელი არ დატოვოს არც ერთი ინსტიტუტი. კემერონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონპროექტი არის არასწორი. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში“, - აცხადებს დევიდ კემერონი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *