ირანის მიერ მხარდაჭერილი "ქათაებ ჰეზბოლას" მეთაური ბაღდადში მოკლეს. ამერიკული დრონის მეირ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც "ქათაებ ჰეზბოლას" მეთაურთან ერთად, კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. პენტაგონის ინფორმაციით, მოკლული მეთაური პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმაში. კერძოდ, ის იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ძალების პოზიციებზე იერიშებსა და სამი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

თავდასხმის კვალდაკვალ, "ქათაებ ჰეზბოლამ" გაავრცელა განცხადება, რომ "შურისძიება გარდაუვალია". აშშ-მა „ქათაებ ჰეზბოლას“ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა. 

ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს, დაახლოებით, 2500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 სამხედრო მეზობელ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *