აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენის ტეროტიროაზე მოქმედ "ჰუთ" მეამბოხეებზე, მორიგი ერთობლივი იერიშები მიიტანეს. თავდასხმებს სამიზნე, სულ მცირე 30 ობიექტი იყო, რომლებშიც სამხედრო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები მონაწილეობდნენ. ცნობას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ძალებმა თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს "ჰუთების" ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. განცხადების მიხედვით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ს საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.
ეს "ჰუთი" მეამბოხეების წინააღმდეგ, აშშ-სა და ბრიტანეთის მესამე ერთობლივი ოპერაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს აშშ-მ იერიში მიიტანა სირიასა და ერაყში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან. ეს იყო პასუხი, იორდანიაში მომხდარ თავდასხმაზე, რასაც სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0 კომენტარი