ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა

პროექტის “ეთნოცენტრი – ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა.

ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.

გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

“დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ. ამ სივრცეს აქვს ორმაგი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ექნებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობა, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ზუგდიდიდან წაიღონ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამახსოვრო ნივთები. ამდენად, ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი რეწვისა და მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

იდეა, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ ოსტატებს ეკუთვნით.

პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

წყარო: რადიო ათინათი

Next Post

გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 10.1%-ით შემცირდა

ხუთ ივლ 30 , 2020
გერმანიის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 10.1%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. როგორც სტატისტიკის ფედერალური სამსახური იუწყება, აპრილიდან ივნისის ჩათვლით წინა წელთან შედარებით გერმანიის ეკონომიკა 11.7%-ით შემცირდა. „ეს ყველაზე მკვეთრი შემცირებაა მას შემდეგ, რაც 1970 წელს გერმანიის მშპ-ს კვარტალური გაანგარიშებები დაიწყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი