ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მანქანა დააზიანეს. ჩამსხვრეულია საქარე მინა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მირანდა მესხის ინფორმაციით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მის წინააღმდეგ.

შემთხვევა დაახლოებით, დილის 7 საათზე მოხდა.

მირანდა მესხის თქმით, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა.

„შვიდის წუთები იყო, რომ ჩამოვედი. შესაბამისად, უნდა წამოვსულიყავი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ვნახეთ ის, რაც თქვენც ნახეთ, ანუ ჩამსხვრეული წინა მინა. დიდი ქვა, სამხილი დატოვებულია ადგილზე, რითიც მოხერხდა ალბათ ამ დაზიანების მიყენება. საქმის კურსში არიან შესაბამისი უწყებები. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესები და არჩევნების ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ჩატარება, ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, – განაცხადა მირანდა მესხმა

Next Post

ნოვაკ ჯოკოვიჩი ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

შაბ ნოე 21 , 2020
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი, რომელიც გერმანიას წარმოადგენს, და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს შეხვდება. სერბმა 6-3 მოიგო პირველის სეტი, მეორეში კი ტაი ბრეიკზე 7-4 გაიმარჯვა. ნახევარფინალის საგზური ესპანელმა რაფაელ ნადალმაც მოიპოვა, რომელმაც გუშინ სამ სეტში 6-4 4-6 6-2 დაამარცხა სტეფანოს ციციპასი. ფინალის საგზურისათვის ესპანელი რუს დანილ მედვედევს შეხვდება.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი