თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეები, შესაძლოა, ბელარუსიდან ჩამოიყვანოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება.

„დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Next Post

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა

ოთხ ნოე 25 , 2020
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი