საფრანგეთში დააკავეს ნარკომოვაჭრეები, რომელთაც მარიხუანა დამკრძალავი ბიუროს მანქანით გადაჰქონდათ

საფრანგეთის აღმოსავლეთში საბაჟო სამსახურმა დააკავა დამკრძალავი ბიუროს მანქანა, რომლითაც ნარკომოვაჭრეებს 70 კილოგრამზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდათ. ამის შესახებ Est Republicain-ი წერს.

სარიტუალო მანქანა მებაჟეებმა ქალაქ ბეზანსონის ავტოსადგომზე შენიშნეს. ეჭვი მანქანის მძღოლის ქცევამ გამოიწვია.

მანქანის დათვალიერების შედეგად, გაირკვა, რომ არ ჰქონდა გაგრილების სისტემა. სალონში 4 კუბო იდო, უცნაური კლიტეებით და სახელურებით.

კუბოების გახსნის შემდეგ, იქ 71 კილოგრამი მარიხუანა აღმოჩნდა. ნარკოტიკი სპეციალურ პაკეტებში იყო მოთავსებული. შეფასების შედეგად ტვირთის ღირებულება დადგინდა. ნარკომოვაჭრეებს 700 000 ევროს ღირებულების მარიხუანა გადაჰქონდათ.

France-Presse-ს ინფორმაციით, ტვირთი საფრანგეთში ესპანეთიდან მოხვდა. კატაფალკის მძღოლი რუმინეთის მოქალაქეა. მალე ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

Next Post

გლაზგოს ცენტრში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

პარ ივნ 26 , 2020
შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში სასტუმრო Park Inn-თან ცივი იარაღის გამოყენებით მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს. როგორც გლაზგოს პოლიციაში აღნიშნავენ, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს. ინციდენტის ადგილას პოლიციელები არიან მობილიზებულნი. ინციდენტის სხვა დეტალები და თავდასხმის მოტივი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი