საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ 7 გაფრენა განახორციელა. 20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

რაჭაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი. ისინი ადგილზე ხელმძღვანელობენ სამაშველო სამუშაოებს.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, სპეციალური აღჭურვილობით. ასევე, მობილიზებულია დრონები და ყველა საჭირო ტექნიკა.

Next Post

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესებში უკვე ჩართულია

ხუთ ივლ 30 , 2020
ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პარტიის ლიდერს და ცხადია ის უკვე არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. სია იქნება სექტემბრამდე ან სექტემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „სია იქნება დაკომპლექტებული, როგორც გამოცდილი და ცნობადი „ქართული ოცნების“ მებრძოლებით, ასევე იქნებიან ახალი სახეები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნების“ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი