რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რუხის საავადმყოფოში, ბოლო მონაცემებით, 160-მდე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რადიო “ათინათს” საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა. მისივე ცნობით, პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათი სხვაგან გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ყველა მათგანი ასაკოვანია.

ნინო აკობიას თქმით, ​კოვიდმიმღებ ცენტრს კვირის ბოლომდე დამატებითი საწოლები და რეანიმაციული განყოფილებისთვის საჭირო აღჭურვილობა დაემატება.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Next Post

12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 8.29%-ია

შაბ ნოე 21 , 2020
12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი