რომის პაპი რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს

რომის პაპი ფრანცისკე რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს.

ღარიბები და უსახლკაროები კორონავირუსზე ტესტირებას წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე კლინიკაში გაივლიან.

არქიეპისკოპისი რინო ფიზიკელას განცხადებით, ვატიკანში მდებარე კლინიკაში დღეში 50 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო ის პირები, ვისი პასუხიც უარყოფითი იქნება, ცნობას მიიღებენ და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

გიორგი გახარია: წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას

ხუთ ნოე 12 , 2020
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ერთა ლიგის თამაშს გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვა. „დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ვართ მათთან […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი