Reuters: ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს

ბაღდადში, „მწვანე ზონის“ მიმართულებით, სადაც აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიებია განთავსებული, რაკეტა ისროლეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შედეგად, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

ამასთანავე, ერაყის შეიარაღებული ძალები ავრცელებას ცნობას, რომ უსაფრთხოების ძალებმა გააუვნებელყვეს კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით ისროლეს. ამ ბაზაზე კი ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

ბოლო სარაკეტო იერიშებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვეულებრივ, ერაყში ამერიკულ ობიექტებზე სარაკეტო იერიშებში აშშ-ის ხელისუფება ირანს ადანაშაულებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას, ბაღდადის სამხრეთ ნაწილში ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ირანის მირ მხარდაჭერილ შიიტურ რადიკალურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადგილობრივ ოფისში რეიდი ჩაატარეს და სარაკეტო თავდასხმებთან დაკავშირებით ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს.

Next Post

მესტიის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

კვი ივლ 5 , 2020
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის, ნინო ვიბლიანი ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი