პრემიერი: დამნაშავის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა – დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა თქმა უნდა, ის მიღწეული შედეგი, რომ მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა – დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

Next Post

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა

ხუთ ოქტ 22 , 2020
წარმატებით დასრულდა ოპერაციის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი. უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება, – ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მან სამართალდამცველებს ამ შედეგისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყო სხვა სცენარით, მაგრამ ჩვენ როგორც […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი