პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

აქედან ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის” ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ. თბილისში დააკავეს.

მათ ბრალი “ქურდული სამყაროს” წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ბ. და კ.კ. „კანონიერი ქურდების“ მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, „კანონიერი ქურდების“ დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Next Post

აშშ შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის შტაბბინას გერმანიიდან ბელგიაში გადაიტანს

ხუთ ივლ 30 , 2020
აშშ შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინას გერმანიიდან ბელგიაში, ქალაქ მონსში გადაიტანს. ამ ის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (Eucom) შტაბბინა ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს. დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი