სპეცოპერაცია ზუგდიდში – შსს მედიას სიგნალის გათიშვით ემუქრება. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ გააკეთა. “შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, […]

დავიწყებ მძევლების დახოცვას!, – კითხვაზე რა მოხდება თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ასე პასუხობს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი. ერთ-ერთი მძევალი აცხადებს, რომ სამედიცინო დამხარება ჯერჯერობით, არავის სჭირდება. ფსიქოლოგიურად ყველას მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს. მან ეს განცხადება “მთავარ არხთან” პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა. “მთავარს” ექსკლუზიურად ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ: სამართალდამცავებმა არ გააკეთეს […]

ზუგდიდში ერთ-ერთი კომერციული ბანკის შენობასთან 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. უცნობმა პირმა, რომელოიც შეიარაღებულია საქართველოს ბანკის ფილიალში შესვლა მოახერხა და მძევლები აიყვანა.

ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილიბოროტმოქმედის მოთხოვნები ცნობილია: 500 000 დოლარი, ვერტფრენი და ადგილის ავტომობილით, მძევლებთან ერთად დატოვება.„მე ვიძლევი მაგის გარანტიას, რომ არავინ არ დაზარალდება იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი უწყებები არ ჩაერევიან“, – გადმოსცა მედიას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევალის პირით.

შსს-მ ზუგდიდში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით. ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპარაციაზე უწყება პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 40 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. […]

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა. „რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მოსამართლე ბარეტის კანდიდატურას კენჭს 26 ოქტომბერს ვუყრით. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიღწევა იქნება ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, რომ სასამართლოებში ის კაცები და ქალები მოხვდნენ, […]

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8 060 ადამიანი, გარდაიცვალა 136 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

წნორში, ერთ – ერთი ადგილობრივი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა არასამთავრობო ორიგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მას ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა – არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები. ადგილზე მისულ ცხოველთადამცველებს ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი