ნიუ-იორკის ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი თეოდორ რუზველტის ქანდაკებას აიღებს

ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

1940 წელს შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია შენობის შესასვლელის წინაა აღმართული. ის გამოსახავს ცხენზე მჯდარ რუზველტს, რომლის გვერდით აშშ-ის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელი და აფრიკელი დგანან.

მუზეუმის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ქანდაკება თანამედროვე საზოგადოებაში რასიზმისა და კოლონიალიზმის სიმბოლოდ აღიქმება. ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ და თეოდორ რუზველტის შვილთაშვილმა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რასიზმთან ან კოლონიალიზმთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანების არაერთი ძეგლი ვანდალიზმის ობიექტი გახდა.

Next Post

კახა კალაძე: არჩევნების არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

სამ ივნ 23 , 2020
სამწუხაროდ, არსებობენ ისეთ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერისადმი გარკვეული ოპოზიციური პარტიის პოზიცია შეაფასა. მისივე თქმით, ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი