კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს: “საქართველოში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკან იხევს. შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს”

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე.

„მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო.

როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა , ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის განვითარებისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა უზრუნველეყო უდიდესი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან, გაეღრმავებინა თავდაცვითი ურთიერთობები და ჩამოეყალიბებინა თავისუფალი, სამართიანი საარჩევნო გარემო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისმა პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყანა უკან იხევს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახდინოს კერძო სექტორში სიტუაციის გაუარესების მონიტორინგი, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ამერიკულ კომპანიებზე, აგრეთვე უნდა მოხდეს მონიტორინგი საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რათა ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი.” – აღნიშნავენ კონგრესმენები, რომლებიც სახელმწიფო მდივანს სთხოვენ აღნიშნული საკითხები გაითვალისინოს პრემიერ გახარიასთან შეხვედრის დროს.

“ძალიან გთხოვთ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან , განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს გაითვალისწინოთ ჩვენი შეშფოთებები კონკრეტულ საკითხებზე:

1) საქართველოს დღევანდელი მთავრობას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, ზემოქმედებს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნიდან გააძევოს ის ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე უდიდესი წვლილი შეაქვთ ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში. ეს ყოველივე კი ხორციელდება რუსული, ჩინური და ირანული კერძო ბიზნეს სექტორიდან მომდინარე ინვესტიციების სასარგებლოდ.

2) საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, კერძოდ:

ა) ამერიკული კომპანიების გაძევება გამიზნულად მოხდა შავი ზღვის პორტიდან, რის მიზანსაც საქართველოს რუსული და ჩინური გავლენებისგან იზოლირება წარმოადგენდა.

ბ) ამერიკული სანქციების არასრულფასოვნად გატარება რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, განსაკთრებით პორტთან დაკავშირებულ საქმიანობებთან და კერძო სექტორის ინვესტიციებთან მიმართებით.

3) აგრეთვე უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროულ ყურადღებას საკითხისადმი და გთხოვთ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ჩვენთან ერთად განიხილოდ ის ქმედებები, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად.“

აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი. დოკუმენტი 27 ივლისით

Next Post

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყეს

ხუთ ივლ 30 , 2020
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი