ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის რეაბილიტაცია იგეგმება. ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, გაფართოვდება ციხეზე ასასვლელი ბილიკი, დამონტაჟდება მოაჯირები და მოეწყობა კიბეები. ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ციხეზე ასასვლელი ბილიკის ესკიზური პროექტი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი. პროცესი პირველ აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოები კი მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყება. ხიხანის ციხე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა თხილვანაში, ზღვის დონიდან 2 ათას 236 მეტრზე მდებარებარეობს. იგი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა.

Next Post

მალავს თუ არა ხაშურის მერი ქონებას - ჟურნალისტური გამოძიება ხაშურის მუნიციპალიტეტში

ხუთ ივნ 11 , 2020
წყარო: dia.ge

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მაისი 2021
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

კატეგორიები

არქივი